ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ, „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მამუკა მდინარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი ეხება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, ეთერებში დეტალურად ვისაუბროთ, რა პუნქტებზეა ლაპარაკი. ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენციისთვის“ ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ რვა საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას“, – განაცხადა ელისაშვილმა.