გიორგი გოცაძე - ვაქცინაციის ეროვნული გეგმა საერთაშორისო რეკომენდაციებს ეფუძნება
გიორგი გოცაძე - ვაქცინაციის ეროვნული გეგმა საერთაშორისო რეკომენდაციებს ეფუძნება

გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვსაუბრობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფი და თითოეულ ჯგუფს თავისი წვლილი შეჰქონდა გეგმის შემუშავების პროცესში.

„შექმნილი იყო საკონსულტაციო სივრცე სხვადასხვა მიმართულების კუთხით, სადაც ხდებოდა შეჯერება. პირველი, ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და არსებულ რეკომენდაციებს. შეთანხმებები მოხდა დამოუკიდებელ ექსპერტულ ჯგუფებთან, კლინიცისტებთან და ასევე, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. დანარჩენი მიმართულებით, ასევე დგას ამოცანა, ვინაიდან გარემო ცვალებადია ვაქცინებთან მიმართებაში, ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად სამივე ტიპის (ტემპერატურული რეჟიმი მაქვს მხედველობაში) ვაქცინა მიეღო და ქვეყანას შეუძლია მიიღოს, რა თქმა უნდა, ულტრასიცივეში შესანახი „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები.  ასევე „მოდერნას“ დოზები, რომელიც ლიმიტირებული იქნება, მას დიდი დოზებით ვერ მიიღებს, უფრო უნდა მიიღოს ისეთი ვაქცინა, რომელსაც 2-8 გრადუსის ტემპერატურულ რეჟიმზე სჭირდება შენახვ. გეგმა ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.