თამარ გაბუნია - ვაქცინის ეროვნული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, მზად ვართ, კორუფციისგან დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წინადადებები გავითვალისწინოთ
თამარ გაბუნია - ვაქცინის ეროვნული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, მზად ვართ, კორუფციისგან დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წინადადებები გავითვალისწინოთ

მზად ვართ, გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის წინადადებები, თუ დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად გეგმის ფარგელებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ვაქცინის ეროვნულ გეგმაში კორუფციისგან დაცვის მექანიზმი არ არის, თუ აპირებთ, რომ ეს მექანიზმი ჩაიდოს გეგმაში“.

გაბუნიას თქმით, ვაქცინის ეროვნული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია და მზად არიან, კორუფციისგან დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წინადადებები გაითვალისწინონ.

„გეგმაზე მუშაობის პროცესი ძალიან წარმომადგენლობითი იყო. გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და მისი განახლება თავიდანვე იგეგმებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის წინადადებები, იმ შემთხვევაში, თუ გეგმის ფარგლებში დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. ვაქცინაციის საბჭო, რომელიც ასევე წარმომადგენლობითი ორგანოა, (იქ არიან როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები), მზად არის, განიხილოს ის წინადადებები, რაც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული. კორუფციის რისკი ეპიდემიურ, პანდემიურ პირობებში, როდესაც ბაზარზე ვაქცინის ასეთი დეფიციტია, მაღალია. რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, ეს გავითვალისწინოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.