საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.
გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე ოთხ მინისტრს მოუსმინა.