გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ

14:45, 22.04.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმება.

პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.

გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე ოთხ მინისტრს მოუსმინა.

მსგავსი