გიორგი გახარიამ შვილთან ერთად დენდროლოგიური პარკი დაათვალიერა [ფოტო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდა.
გიორგი გახარიამ პარკი ქალიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„დღეს ანნამ და მე ერთად დავათვალიერეთ. უნიკალური პარკია!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
შეკვეთილის დენდროლოგოური პარკი სამი დღის წინ გაიხსნა. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.