გიორგი გახარია - ყველა სერვისი, რომელსაც მთავრობა აწვდის ადამიანებს, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის ღონისძიება, ყველა ის სერვისი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწვდის თავის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იყო და არ არის მარტივი.
„მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ასევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში, ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.