გიორგი გახარია - ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას
გიორგი გახარია - ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება.

ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.

„ახალი პარლამენტის მიერ მიღებული პირველივე კანონმდებლობით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება“, – წერს გახარია.