გიორგი გახარია – ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება.
ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
„ახალი პარლამენტის მიერ მიღებული პირველივე კანონმდებლობით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება“, – წერს გახარია.
The new Parliament’s first adopted piece of legislation reaffirmed 🇬🇪’s top foreign policy goals. We seek de-occupation & peaceful restoration of our territorial integrity while continuing to move closer to 🇺🇸,🇪🇺& NATO. 🇬🇪 is preparing to apply for full EU membership in 2024.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 5, 2021