გიორგი გახარია - უკვე გადაწყვეტილია, რომ კულტურისა და სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროს გამოეყოფა
კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მიღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების სამინისტროს გამოეყოფა.
„ეს პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ, თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გახარიამ.