გიორგი გახარია – უკვე გადაწყვეტილია, რომ კულტურისა და სპორტის მიმართულება განათლების სამინისტროს გამოეყოფა

15:31, 24.12.2020

კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მიღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  განათლების სამინისტროს გამოეყოფა.

„ეს პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ, თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი