გიორგი გახარია თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს სელამი ალთინოქს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს სელამი ალთინოქს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ამასთან, გიორგი გახარიამ და სელამი ალთინოქსმა შეხვედრაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.