გიორგი გახარია - სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში
გიორგი გახარია - სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში

უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიას თქმით, მოხდა ინფიცირების წყაროების შეფასება და იმ ეტაპზე, როდესაც იმპორტირებულ ინფიცირებაზე იყო საუბარი, გადაიკეტა საზღვრები და გაკეთდა საკარანტინო ზონები.

„შეიძლება, ვიღაცას ეგონოს, რომ სწრაფი ტესტები და მასობრივი, აგრესიული ტესტირება არის პანაცეა და ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე რამხელა სისტემური, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი.

ამიტომ, ჩვენ, უბრალოდ, შევაფასეთ ინფიცირების წყაროები. ჯერ იმ ეტაპზე, როდესაც იმპორტირებულ ინფიცირებაზე იყო საუბარი და გადავკეტეთ საზღვრები და გავაკეთეთ საკარანტინო ზონები. როგორც კი დაიწყო შიდა გავრცელება, გავაკეთეთ რამდენიმე ბუფერი, ეს იყო 112, სატელეფონო მომსახურება, შემდეგ იყო ცხელების ცენტრები და შემდეგ საკარანტინო ზონები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.