გიორგი გახარია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი
სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ანდრიუს კუბილიუსმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წერილში კუბილიუსი მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.