საგანგებო მდგომარეობისას შეზღუდვები მედიას არ ეხება
საგანგებო მდგომარეობისას შეზღუდვები მედიას არ ეხება

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ცხადდება, მედიას არ ეხება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერი მედიას სთხოვს, დაიცვან პირადი უსაფრთხოება.

„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება, დავიცვათ და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.