საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

„დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

დატოვე კომენტარი