გიორგი გახარია -  ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პატივისცემა შემორჩენილია, ამიტომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური
გიორგი გახარია -  ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პატივისცემა შემორჩენილია, ამიტომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პიეტეტი, პატივისცემა, ამიტომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის მიმართულებით. ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შსს-ს წარმატება. ამიტომ, ვთვლით, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს დროული და სწრაფი

რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, დღეის მდგომარეობით ჩვენ კარგად გვესმის, ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პიეტეტი, პატივისცემა, ამიტომ ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.