გიორგი გახარია - OECD-ის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის
გიორგი გახარია - OECD-ის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის

მინდა, გითხრათ სასიხარულო შეფასების შესახებ, რომელიც გააკეთა OECD-მა, ეს გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ 82 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

„უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის, ხაზგასმითაა აღნიშული, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოურ ინვესტორებს, რაც არის სერიოზული მიღწევა, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს მიღებული რეკომენდაცია – გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშაოთ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სტრატეგია. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და ამაზე ისინი უკვე მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.