გიორგი გახარია - მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს
მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, თანამდებობიდან გადადგა პოლარიზაციის შემცირებისა და სიტუაციის დეესკალაციის იმედით.
„მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, პოლარიზაციის შემცირების და სიტუაციის დეესკალაციის იმედით“, – წერს გიორგი გახარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.