გიორგი გახარია – მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს
მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, თანამდებობიდან გადადგა პოლარიზაციის შემცირებისა და სიტუაციის დეესკალაციის იმედით.
„მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, პოლარიზაციის შემცირების და სიტუაციის დეესკალაციის იმედით“, – წერს გიორგი გახარია.
I believe that confrontation and rivalry within the country endanger the future of 🇬🇪’s democratic & economic development. Therefore, I have announced my resignation in the hope to reduce polarization & deescalate the situation.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 18, 2021