საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.
„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.