გიორგი გახარია - გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც უახლოესი წლების განმავლობაში ვიმუშავებთ
გამოძიების ხარისხზე აქცენტი – ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი.
,,მინდა გითხრათ იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ჩვენ ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე განვახორციელეთ. დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში. რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართავთ იქითკენ, რომ ის ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ