გიორგი გახარია - ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი როგორც კი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს
გიორგი გახარია - ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი როგორც კი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს

შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება ოთხ პროცენტს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

„ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება ოთხ პროცენტს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 6%-ს შეადგენს.