გიორგი გახარია - დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებსა და უფლებებს აღვასრულებ სრულად
გიორგი გახარია - დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებსა და უფლებებს აღვასრულებ სრულად

რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს აღვასრულებ სრულად, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აღარ ადევნებს თვალყურს.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ დღეს უკვე აღარ ვადევნებ ამას თვალყურს, არ მაინტერესებს, ეს გახდა რაღაც ეპისტოლარული ჟანრის თხრობა, რომელშიც დროის კარგვის არანაირი სურვილი არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა სასამართლოში იმართლოს თავი, როგორც მას მამუკა ხაზარაძემ მოუწოდა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯობს, მამუკა ხაზარაძემ კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.

„მეორე, ვთქვი და გავიმეორებ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური სურვილი. ჩემი თმენის ვალდებულებიდან და კიდევ სხვა ბევრი არგუმენტიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდგომ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.