გიორგი გახარია - ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო სიის ნომრით რომელი ვიქნები, მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო სიის ნომრით რომელი ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაზე არ უფიქრია.
„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია აქ, რაღაც ინტრიგაა. დაველოდოთ ცოტა ხანი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.