გიორგი გახარია - ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის ფაქტზე ექსპერტიზები დანიშნულია და შედეგები გვექნება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ.
როგორც გახარიამ პირველ არხს განუცხადა, დანიშნულია ექსპერტიზები.
„ეს სამწუხარო ტრაგედია მოხდა დღეს. უკვე ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, ექსპერტიზები დანიშნულია და რაღაც შედეგები გვექნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა.
ბარათაშვილის ქუჩიდან კლინიკებში სულ ექვსი მოსწავლე გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.