ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე გარდაიცვალა
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ინგოროყვას კლინიკაში დაუდასტურეს.

მოზარდი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.

„პაციენტი შემოიყვანეს ემერჯენსის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმით. მიღების შემდეგ, გადაუდებლად იქნა საოპერაციოში აყვანილი. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. რამდენჯერმე მოხერხდა აღდგენა, მერე ისევ გაჩერდა. პრაქტიკულად პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო“, – განაცხადა ექიმმა გიორგი ხარჩილავამ.

ბარათაშვილის ქუჩიდან კლინიკებში ექვსი მოსწავლე გადაიყვანეს – სამი  ინგოროყვას საავადმყოფოში, სამი კი „ამტელ ჰოსპოტალში“.

შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.