გიორგი გახარია - ახლა საარჩევნო სიებისთვის არ გვცალია, მთავრობა მუშაობს, რომ საარჩევნო პროცესს არაფერი დაემუქროს, ვგულისხმობ პირველ რიგში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას
სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ამისთვის არ გვცალია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ საარჩევნო პროცესს არაფერი დაემუქროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ არის ახლა კონკრეტიკაზე საუბრის დრო. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ამისთვის არ გვცალია. მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ საარჩევნო პროცესს არაფერი დაემუქროს. ვგულისხმობ პირველ რიგში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ეკონომიკის გახსნის ასეთ ეტაპებს. ეს არის ჩვენთვის ახლა ძირითადი ამოცანა და არჩევნებში პროფესიონალები ძალიან ბევრი გვყავს. ბოლო წლების განმავლობაში გამოცდილებაც საკმაოდ ბევრი დაგვიგროვდა და არამგონია, ეს პრობლემა იყოს. ღირსეული ადამიანები საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბევრია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.