გიორგი გახარია - 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი, მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას
ამ რთულ მომენტში მინდა, გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შედეგები. 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი. მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას“, – აღნიშნავს გახარია.