გიორგი გახარია – 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი, მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას
ამ რთულ მომენტში მინდა, გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შედეგები. 2008 წელს საერთაშორისო რეაქცია იყო სუსტი. მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას“, – აღნიშნავს გახარია.
In these difficult times, I wish to express my strong support to #Ukraine and Ukrainian nation. #Georgia knows too well the price of Russian agression. Back in 2008, the international response was weak. Today the world cannot afford another such mistake.
Слава Україні!— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 19, 2022