გიორგი დემეტრაძე - მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე და ბუნებრივია, არჩევნების დღესაც იქ ვიყავი
მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე და არჩევნების დღესაც ბუნებრივია, იქ ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, გიორგი დემეტრაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე დღეს ვიდეომასალა წარადგინა და განაცხადა, რომ კადრებში ჩანს, როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები და ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას თქმით, ვიდეოში ჩანს „დემე“, იგივე გიორგი დემეტრაძე, რომელიც „კალაძის მარჯვენა ხელია და არჩევნებს უგვარებს“.
„მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე. ბუნებრივია, არჩევნების დღესაც იქ ვიყავი. მე ვარ „ქართული ოცნების“ მომხრე, მაგრამ რაიმე ქმედებას რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა გიორგი დემეტრაძემ.