გიორგი ჭიაბრიშვილი - იმედია, „ასტანასთან“ თამაშამდე გაძლიერებას მოვასწრებთ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - იმედია, „ასტანასთან“ თამაშამდე გაძლიერებას მოვასწრებთ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასეს, რომლის შედეგადაც საქართველოს ჩემპიონი ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპს დავძლევთ. „ასტანა“ კარგი გუნდია, ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონია და ახლაც პირველ ადგილზეა. მათ შემადგენლობაში ბევრი ლეგიონერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში თამაშობენ. უახლოეს პერიოდში უფრო საფუძვლიანად შევისწავლით მათ თამაშს.

რაც შეეხება გუნდში მიმდინარე სიახლეებს, რამდენიმე პოზიციაზე ვცდილობთ გაძლიერებას და იმედია, თამაშამდე მოვასწრებთ ახალი ფეხბურთელების დამატებას“.

დავით სხირტლაძე: „გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის შეხვდებოდით, ნებისმიერ შემთხვევაში მოედანზე უნდა გავიდეთ და გამარჯვებული იქ გამოვავლინოთ. ვთვლი, რომ საინტერესო თამაშები იქნება. პირველ შეხვედრაში ალბათ არაფერი გადაწყდება და ყველა კითხვას პასუხი „დინამო არენაზე“ საპასუხო მატჩში გაეცემა. ქომაგების გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება“.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. პირველ მატჩს ყაზახები უმასპინძლებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში გაიმართება.