გიორგი ჭანტურიას და - ჩემი ძმა აიყვანეს, ჩვენს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
გიორგი ჭანტურიას და - ჩემი ძმა აიყვანეს, ჩვენს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მისი ძმა გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

„გიორგი აიყვანეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით. ამ წუთებში, ჩვენს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ“, – აცხადებს გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია.

გიორგი ჭანტურია ერთი საათის წინ დააკავეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.