გიორგი ცაგარეიშვილს მე-10 მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე შეცვლის
გიორგი ცაგარეიშვილს მე-10 მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე შეცვლის

მე-10 მოწვევის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესვლა სწორედ არჩილ გორდულაძეს უწევს, რომელიც სიაში 75-ე ადგილზეა.

არჩილ გორდულაძე პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელი იყო.

გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა.