გიორგი ბარამიძე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები კოლეგებს პარლამენტში შესვლას რომ ურჩევენ, ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტია, მაგრამ როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნას გაეცნობიან, სხვა დამოკიდებულება ექნებათ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები კოლეგებს პარლამენტში შესვლას რომ ურჩევენ, ეს მათი ბუნებრივი ინსტიქტია, მაგრამ როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნას გაეცნობიან, სხვა დამოკიდებულება ექნებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ძალიან საყურადღებო იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი ქართვლი ხალხის ვერდიქტია.
„როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები კოლეგებს ურჩევენ, რომ შევიდნენ პარლამენტში, ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტია, მაგრამ როდესაც გაეცნობიან ეუთო ოდირის/დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება არჩევნების გაყალბების მთელი სიმძიმე, დარწმუნებლი ვარ, სულ სხვა დამოკიდებულება ექნებათ, რადგან მათი უმეტესობა დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელია, თუმცა ყველა არა, მოგეხსენებათ, იქ რუსეთიც შედის, ყაზახეთიც და აზიის ქვეყნებიც. როდესაც ჩვენს კოლეგებს ინფორმაცია მიუვათ, ბუნებრივია, შესაბამისი დასკვნებიც იქნება.
ბუნებრივია, პარლამენტარს აქვს ინსტინქტი, რომ შედი პარლამენტში და იქ იკამათე. თუ პარლამენტი უკანონობაზეა დაფუძნებული, ის პარლამენტი აღარ არის, ის არის უზურპატორის ხელში არსებული მექანიზმი, მაგალითად, როგორიც აქვს ლუკაშენკოს. საქართველოში „ლუკანშენკოობა“ არ გამოუვათ. იგივე ეუთო-ში არიან ადამიანები, რომლებიც ლუკაშენკოსთან თანამშრომლობაზეც ყაბულს არიან. ეს ორგანიზაცია ძალიან ჭრელია. ამიტომ ცალკე არის საპარლამენტო ასამბლეა, ცალკე -ეუთო/ოდირი.
ეუთო/ოდირი სპეციალიზირდება არჩევნების მონტორინგსა და შესაბამის დასკვნაზე. დასკვნა იქნება ძალიან საყურადღებო, მაგრამ ყველაზე მთავარი ქართვლი ხალხის ვერდიქტია, რომელიც თვითონ არჩევნების გაყალბებულ შედეგებშიც არის გამოხატული. 52-მა პროცენტმა მისცა ხმა ოპოზიციას და არა – ივანიშვლს. თვითონ რაც ივანიშვილმა დაწერა, იმას გეუბნებით. შესაბამისად, სულ ცოტა ის 52 პროცენტი უნდა იყოს კოალიციურ ხელისუფლებაში და ივანიშილი, როგორც 48 პროცენტის მქონე, თუნდაც იმ გაყალებული რეზულტატებით ვლაპარაკობ, უნდა იყოს ოპოზიციაში“, – განაცხადა ბარამიძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.