„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„ენმ-ის ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე. შსს-ს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ ერთ საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში. ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი.
ყველას დიდი მადლობა მოკითხვისთვის და შეწუხებისთვის. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე“, – წერს ბარამიძე.
სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.
ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები ოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში…
Posted by Giorgi Baramidze on Tuesday, February 23, 2021