გიორგი ბაგრატიონი - თუ სამშენებლო კომპანიები მითითებებს არ გაითვალისწინებენ, გვაქვს უფლება, მშენებლობა შევაჩეროთ
გიორგი ბაგრატიონი - თუ სამშენებლო კომპანიები მითითებებს არ გაითვალისწინებენ, გვაქვს უფლება, მშენებლობა შევაჩეროთ

თუ კომპანიები ჩვენს მითითებებს არ გაითვალისწინებენ, კანონით გვაქვს უფლება, მშენებლობა შევაჩეროთ, – ამის შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა.

გიორგი ბაგრატიონის თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შედეგები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

“ყველა ობიექტზე, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს დედაქალაქში, სიტყვიერ გაფრთხილებას ვაძლევთ. მერე დავიწყებთ საქმის წარმოებას. 100-ზე მეტი ობიექტი გაფრთხილდა, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 50-ზე მეტ ობიექტზე საქმის წარმოება დაიწყო და ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდება. მაქსიმალურად ვეცდებით, ფატალური შედეგები თავიდან ავიცილოთ მშენებლობის ობიექტებზე. თუ ჩვენს მითითებებს არ გაითვალისწინებენ კომპანიები, გვაქვს კანონით უფლება, მშენებლობა შევაჩეროთ. უნდა ჰქონდეთ ეკიპირება, რომელიც საჭიროა, ის დაცული ნორმები, რომელიც საჭიროა მშენებლობის პროცესში და სიმაღლეზე მუშაობის დროს”,- განაცხადა ბაგრატიონმა.


ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, სამშენებლო კომპანიას აქვს ვალდებულება, გამოყოს კონკრეტული პირი, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.