გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებს
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძე კომენტარს ხვალ გააკეთებს. როგორც ანდრიაძემ პირველ არხს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დასტურს ელოდება. ამის შემდეგ პრეზიდენტობის მსურველი მზადაა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკო-ში დღეს საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე,თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.