ანა ნაცვლიშვილი - ვფიქრობ, საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილი მიმართავს საკუთარ პარტიას, მხარდამჭერებს, ალბათ ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასაკეთებელი საქმეა
ანა ნაცვლიშვილი - ვფიქრობ, საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილი მიმართავს საკუთარ პარტიას, მხარდამჭერებს, ალბათ ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასაკეთებელი საქმეა

ვფიქრობ, სააკაშვილი, როგორც პარტიის დამფუძნებელი, მიმართავს საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს. ეს მისი მოსაზრება და სურვილია, რისი უფლებაც აქვს და ვერავინ შეუზღუდავს. ალბათ ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასაკეთებელი საქმეა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მან კოალიციური მთავრობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიციური მმართველობის იდეა არის გამოსავალი.

„რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, კოალიციური მმართველობის იდეა, რომელსაც ძალიან ბევრი პოლიტიკური აქტორი უერთდება და უჭერს მხარს ოპოზიციაში, არის გამოსავალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში, რომ წინა 9 წელი და ეს 9 წელი არ განმეორდეს და არ დაბრუნდეს მთელი თავისი მანკიერებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.