„რემდესივირის“ მწარმოებელი კომპანია „გილეად საიენსი“ ევროპას პრეპარატს შემოდგომისთვის მიაწვდის.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, „გილეადი“ თითოეულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის აქტიურ შემთხვევებზე დაყრდნობით გადაწყვეტს, თუ რომელ ქვეყანას რა რაოდენობის „რემდესივირი“ გადასცეს.
როგორც გერმანიაში „გილეადის“ მმართველი დირექტორი, ბეტინა ბაუერი ამბობს, კომპანია პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის, რაც კომპანიას სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
ბაუერის თქმით, ეს პრეპარატის ერთი სამკურნალო კურსის მაღალ ფასს, თითქმის 2 400 დოლარს ამართლებს.
„როიტერი“ წერს, რომ კომპანიის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც „გილეადმა“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის, „რემდესივირის“ არსებული დოზების მარაგი აშშ-ს თითქმის სრულად მიჰყიდა.