თამარ გაბუნია - ქვეყანაში „რემდესივირის“ მარაგის შევსება მოკლე ხანში იქნება შესაძლებელი
თამარ გაბუნია - ქვეყანაში „რემდესივირის“ მარაგის შევსება მოკლე ხანში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში „რემდესივირის“ მარაგი უახლოეს ხანში შეივსება.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში სხვა მედიკამენტების მარაგზე პრობლემა არ არის.

„რემდესივირთან“ დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და ჩვენ მაინც ამერიკის გაიდლაინების საფუძველზე ვიყენებთ მას. 660 პაციენტისთვის საკმარისი დოზა იყო ქვეყანაში შემოტანილი. პრაქტიკულად ამოიწურა ამ დოზები რაოდენობა და ვმუშაობთ ახალ შესყიდვაზე. მისი შეძენის წყარო იყო ინდოეთი, ახლა იქ რა მდგომარეობაც არის, ვიცით, ამიტომ „რემდესივირის“ მიღება ინდეოეთიდან ამ ეტაპზე არ არის ის შესაძლო გზა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ვმუშაობთ ეგვიპტესთან. ვფიქრობთ, მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება „რემდესივირის“ მარაგის შევსება. თუმცა, ის არ იყო ჩვენთვის მთავარი პრეპარატი. სხვა მედიკამენტების მარაგი ქვეყანაში არის. ამ ეტაპზე პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.