გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა
გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა.
ამის შესახებ გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის“, – წერს ბარამიძე.