„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის ახალი სახელწოდება დაამტკიცეს და თავმჯდომარედ კვლავ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის ახალი სახელწოდება დაამტკიცეს და თავმჯდომარედ კვლავ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს

პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდნ იგი „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” იქნება.

გადაწყვეტილება პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს. როგორც პოლიტიკური ძალის ლიდერებმა აღნიშნეს, სახელწოდებაში ერთიანი საქართველოს წამოწევა ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს.

ყრილობის გადაწყვეტილებით შეიცვალა პარტიის ლოგო და სიმბოლიკაც. რიგგარეშე ყრილობაზე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე. გენერალური მდივნის პოსტი კი გიგლა ბარამიძემ დაიკავა.

განახლდა პარტიის მთავარი საბჭოს შემადგენლობაც. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მათ მთავარი ამოცანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება იქნება.

რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობა სულ 439 დელეგატმა მიიღო.

დატოვე კომენტარი