გიგი უგულავამ მომსახურების სააგენტოდან მიიღო ცნობა, რომლის საფუძველზეც შეუძლია მერობის კანდიდატად რეგისტრაცია
ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მომსახურების სააგენტოდან მიიღო ცნობა, რომლის საფუძველზეც შეუძლია მერობის კანდიდატად რეგისტრაცია.
„დღეს მეტად გამოჩნდა, რომ ბრძოლას და წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენი პროტესტებისა და ზეწოლის შედეგად, შსს იძულებული იყო, უკან დაეხია, გუშინდელი არაკანონიერად მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა და გიგი უგულავასთვის მიეცა ცნობა, რომელიც გზას უხსნის მას დარეგისტრირდეს ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატად. ჩვენ ამას ხვალ აუცილებლად გავაკეთებთ. გუშინდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უკანონო და საფუძველს მოკლებული.
იმედი და მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი ზეწოლის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვლებოდა და ასეც მოხდა. სწორედ ასე მოუწევს უკან დახევა „ქართულ ოცნებას“ რეფერენდუმში დამარცხების აღიარება და ასევე, რიგგარეშე არჩევნების დაანონსება. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ყველა უნდა მოვიდეს რეფერენდუმში და მისცეს ხმა ნებისმიერს, გარდა ორმოცდაერთისა“, – განაცხადა გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა.