გიგი უგულავა - ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის-ხუთს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს ორს შემოხაზავს
ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის-ხუთს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს შემოხაზავს ორს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს რუხში განუცხადა, სადაც წინასაარცევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებზე საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მართვა დასრულდება.
„აუცილებლად დადგება დრო, როცა აფხაზეთისთვის პრაგმატულად აღარ იქნება მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა. ასეთ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამას ივანიშვილი ვერ და არ შეძლებს. სააკაშვილს კიდევ ექნებოდა შანსი მისი სახელის რეგიონალური ცნობადობის წყალობით სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის, თუმცა მისი დაუნდობელი ლტოლვა ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ, მის ამ შანსს სამწუხაროდ ანულებს. ივანიშვილთან ერთად საქართველოში დამთავრდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მართვა. აღარ შეიძლება, რომ ქვეყანა ერთ კაცზე და მის ხუშტურებზე ეკიდოს. ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის-ხუთს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს, აღარ უნდა არც ჭაობი და არც წარსული, ვისაც ევროპული კოალიცია უნდა და მომავლოსკენ იყურება, შემოხაზავს ორს, „ევროპულ საქართველოს“, რადგან სწორედ „ევროპული საქართველო“ არის ის კომპასი ცვლილების, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ ეკონომიკური კატასტროფიდან“, – განაცხადა უგულავამ.