გიგი უგულავა - ვფიქრობ, არც ერთი რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ცესკო-სა და თამარ ჟვანიას ციფრებით, არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში
გიგი უგულავა - ვფიქრობ, არც ერთი რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ცესკო-სა და თამარ ჟვანიას ციფრებით, არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში

დღეის მდგომარეობით და ვფიქრობ, ბოლომდე ასე შენარჩუნდება, რომ არც ერთი რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა ცესკო-სა და თამარ ჟვანიას ციფრებით, არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ამასთან, გიგი უგულავა გამორიცხავს, ოპოზიციიდან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ პოზიცია შეიცვალოს და პარლამენტში შევიდეს.

„თუ“-ზე ხომ ვერ ვისაუბრებ? პოლიტიკურ კლიმატს ყველა კარგად ვხედავთ. ამ პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს და არა უბრალოდ, პარლამენტში შესვლას. ამიტომ, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმას, რომ ოპოზიციიდან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია შეიცვალოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.