გიგი უგულავა - პარლამენტში შესვლა თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ ოხერი აკავებს
თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ ოხერი აკავებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს.
„ამ პარლამენტში ვინც არ უნდა შევიდეს, თავს დაიღუპავს, რაც უნდა ის უქნია, ვინმე კი არ აკავებს, მართლა საბავშვო ბაღს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, პარლამენტარობას აპირებენ. თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ აკავებს, ვინ ოხერი აკავებს, შევიდეს და დაემსგავსება კობახიძეს, ვოლსკის და ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო საზიზღარი მონა იქნება, ვინც შევა. ადგეს და შევიდეს. ამ საქციელსაც ვაჟკაცობა უნდა, აბა გააკეთონ, ვინ არის ერთი ვაჟკაცი, ვნახოთ“, – განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავას განცხადებით, ვერ წარმოუდგენია, რომ ოპოზიციიდან ვინმემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ყველაფერს უშვებს.
„ღამურობა არავის უყვარს, რადგან ლპობის სუნი ასდის ასეთ საქციელს და ამ 60 ადამიანიდან ვერც წარმომიდგენია, რომელიმემ ასეთი რამ ქნას. დავუბრუნდეთ ისევ დოკუმენტს, პოლიტპატიმრები – გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანის ბედზე ვსაუბრობთ, ეს არის არაძალადობრივი ფონი. თუ არის ძალადობრივი ფონი, არანაირი აზრი არ აქვს, არჩევნები ვერ ტარდება, თუ არ არის ნორმალური ცესკო, არჩევნები ვერ ტარდება, მაგრამ თუ დაგპირდებიან ცესკო-ში რაღაც წვალებას, ამის საპირწონედ შეკუსკუსდე და იქ შეხმატკბილებულად დაუწყო ლაპარაკი ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ მიტაცებული, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, ეს არის, ადამიანმა საკუთარ ფეხში რომ ისროლო. პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ პოლიტიკური ორგანიზაციები, ის ორგანიზაციები, ვისაც სამადლოდ მიუგდეს ეს მანდატები და არა პოლიტიკური პიროვნება. ამიტომ, ის პიროვნება, შეიძლება, ვიღაცა გახდეს დეპუტატი, რა ვქნა, გახდეს, ვუშვებ, ყველაფერს დაუშვებ, ადამიანები ვართ და ვხედავთ, რომ ზეწოლაა, იქიდან ექაჩებიან, აქედან ის არის, ეს არის, რაღაც მამაძაღლობებს ვხედავთ ხო? რატომ დავფარო? არ დავფარავ, ეგრე არის, მამაძაღლობები მიდის, ასე, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შევიდე და შედით. შედი, ოღონდ, შენ თვითონვე აიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, მომდევნო ოთხი წელიწადი ქუჩაში გამვლელი ადამიანი რომ დაგინახავს, თვალებში რომ შეგხედავს და შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და, კიბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტში. შედი, თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვა არის ეს ქვეყანა, პირადი და აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო, მაშინ შედი, უბრალოდ, მაშინ შენი ხაჭაპური და არც შენი პოლიტიკა არავის აღარ მოუნდება, რადგან ერთი თვე ადამიანებს ეუბნები, გაყალბდაო და ახლა შეიძლება რაღაცა ყანყალი. როგორ შეიძლება ასეთ დროს ყანყალი?“, – განაცხადა გიგი უგულავამ.