გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ იქნება მარტო, რაც ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი დიდი ხანი ვერ გაჩერდება
გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ იქნება მარტო, რაც ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი დიდი ხანი ვერ გაჩერდება

მოეგეთ დროზე გონს და ჩაატარეთ პატიოსანი არჩევნები და არა ეს რაღაცა შამანობა, რომელიც ჩიდინეთ ქართველი ხალხის ზურგს უკან, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, ახალი არჩევნები თამარ ჟვანიას გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ან ტარდება ქვეყანაში რიგგარეშე თავისუფალი არჩევნები თამარ ჟვანიას და გამყალბებლების გარეშე, ან დარჩებით მარტო და მაინც ჩატარდება არჩევნები ასევე თამარ ჟვანიას და მისი გამყალბებლების გარეშე. ეს ორი არჩევანი გაქვთ, უბრალოდ, ახლა შეგიძლიათ ღირსეულად მოიქცეთ, ან დროს გაწელავთ და თქვენთვისვე იქნება გაცილებით მძიმე შედეგებით, რადგან ქვეყანა ნახავს ჯამახირიას, წარმოგიდგენიათ ხო რა იქნება ეს პარლამენტი, სადაც ერთად იქნება 90 ცალი ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე. დილით რომ დაიწყება ლექსების განხილვა, მერე ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიძღვნილი ლექსები, მერე ბერას პოეზია იქნება უკვე. ასეთი იქნება პარლამენტი. სადამდე გაძლებს ეს პარლამენტი, როცა გარეთ იქნება პანდემია და შიმშილი კიდევ ვნახავთ. ამიტომ, მოეგეთ დროზე გონს და ჩაატარეთ პატიოსანი არჩევნები და არა ეს რაღაცა შამანობა, რომელიც ჩაიდინეთ ქართველი ხალხის ზურგს უკან. „ქართული ოცნება“ იქნება მარტო და ეს იმას ნიშნავს რომ ეს პარლამენტი დიდი ხანი ვერ გაჩერდება“, – განაცხადა უგულავამ.