„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ქართული მარში“ არის პროპუტინური ორგანიზაცია.
„ეს არის პუტინის რუსეთის დამქაში ხალხი, ესენი არიან ივანიშვილის, სუს-ისა და პირადად შიხიაშვილი კიდევ ღარიბაშვილის მლიქვნელი კაცი. ეგენი არიან ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე, რადგან ემსახურებიან უცხო ქვეყანას. განსხვავებული აზრი ყველასი მისაღებია, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ესენი არიან პირდაპირ მონები და მსახურები ეშმაკის, ადამიანისა და ძალის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, კლავს ქართველებს. ამ ძალის მსახურებზე ვსაუბრობთ“, -განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას, რომელიც მასთან შეხვედრას ითხოვდა, უგულავა შიხიაშვილს მოუწოდებს, ტოლი ნახოს და მას ელაპარაკოს.
„ძალიან სასაცილო პერსონაჟად ჩამოყალიბდა შიხიაშვილი. შვიდი წლის წინაც იგივე უნდოდა, დამელაპარაკოსო, რაზეც მე მაშინაც და ახლაც შემიძლია, ვუთხრა, ტოლი ნახოს და კოჭი გააგოროს. საკუთარი ტოლი ნახოს და იმას ელაპარაკოს, მე მაგ ხალხთან საქმე არ მაქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ქართული მარშის“ წევრები დღეს ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ შტაბთან იმყოფებოდნენ და გიგი უგულავასთან შეხვედრას
ითხოვდნენ.