გიგი უგულავა - პრემიერს არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა - ფაროსანა
გიგი უგულავა - პრემიერს არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა - ფაროსანა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პრემიერმა ოპოზიციის შესახებ „იჭორავა“, თუმცა არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა ფაროსანა. ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან პრემიერის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ ისუბრა.

„პრემიერ-მინისტრმა ვანსა და ხონში ვიზიტისას ჩვენზე საჭორაოდ მოიცალა. სამაგიეროდ, არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა – ფაროსანა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პუტინის რუსეთის ბრალდება 2008 წელთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ პრემიერი მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარეა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პრემიერ-მინისტრმა ვანსა და ხონში შუალედურ არჩევნებში გუშინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა და ამომრჩეველთან ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და ოპოზიციის არაკონსტრუქციულობაზე ისაუბრა.